logo

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. რა სახის ინფორმაციას აგროვებს esme.ge?

esme.ge აგროვებს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი სახელი და გვარი, იურდიული მისამართი, ტრანსპორტირების მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საიტზე ვიზიტის დროის ხანგრძლივობა, ნანახი პროდუქციის ისტორია, IP მისამართი და საიდან გადმოხვედით საიტზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ხორციელდება ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტის პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული შემდეგი მოქმედებების დროს:

  • ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს.
  • შეკვეთის გაკეთების დროს.
  • პროდუქტის შეფასების დროს.
  • ჩვენი სოციალური მედიის გვერდების გამოყენებისას.
  • პროდუქციის განთავსების დროს.

ასევე არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც უგზავნით საჩუქარს ან სასაჩუქრე ბარათს.

რისთვის ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება ხდება შემდეგი დანიშნულებით:

  • პროდუქციის მიწოდებისთვის
  • პროდუქციის ინტერესთა ჯგუფის გამოსავლენად ,,რეკლამისთვის”
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისათვის რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

2. რა სახის ინფორმაციას არ აგროვებს esme.ge?

საიტი არ აგროვებს და არ აღრიცხავს საბარათე გადახდისას შეტანილ ინფორმაციას. საიტი სარგებლობს საბანკო საგადასახადო სისტემით და მის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს პროვაიდერი ბანკი. საბანკო მონაცემებზე წვდომა  esme.ge-ის არ აქვს, შესაბამისად ნებისმიერი კითხვისთვის მიმართეთ პროვაიდერ ბანკს საქართველოს ბანკი

საიტი არ აგროვებს და არ აღრიცხავს განვადების დროს შეტანილ პირად ინფორმაციას. საიტი იყენებს პროვაიდერი საფინანსო ინსტიტუტის ელექტრონულ სისტემას და მის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს პროვაიდერი საფინანსო ინსტიტუტი.

3. როგორია შეგროვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა?

საიტი მე-3 პირზე არ გასცემს შეგროვებულ ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. რაც შეიძლება იყოს სასამართლოს განჩინება.

აკრიფეთ საძიებო სიტყვა
კალათა
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?

ანგარიშის შექმნა