- მთავარი /
- გვერდი
მიწოდება შეცვლა/უკანდაბრუნება
შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:
- ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან;
- შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით;
ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:
- ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე;
- esme.ge საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.
- კატეგორიულად აკრძალულია:
- ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
- ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;
- ელექტროწრედში ჩართული მოწყობილობების წყალში ჩადება;
- ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება;
ნივთის დაბრუნების შეცვლის პირობები:
ზოგადი:
ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში;
დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის esme.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;
დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა esme.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი,
შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;
ქცევის ინსტრუქცია, თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:
- გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;
ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით esme.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;
esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.
თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს ):
ზოგადი:
- დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება;
- ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
- !! ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;
ქცევის ინსტრუქცია : ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით esme.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;
esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.
ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
- ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
ქცევის ინსტრუქცია: ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში დაუკავშირდით esme.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და შემთხვევის დეტალური აღწერილობა;
esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.
ნივთის დაბრუნების შეცვლის ვადები:
- ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია:
- esme.ge საინფორმაციო ცენტრში;
- ვებ გვერდზე esme.ge, გამყიდველი მაღაზიის დეტალურ გვერდზე;
უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:
esme.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
- ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
- დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;
მიწოდების პოლიტიკა
თბილისში მიწოდება ხდება 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში , კურიერის მეშვეობით.
რაიონში მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტით. იგზავნება შეკვეთის განთავსების დღიდან 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში და რაიონშ ჩადის 2-3 სამუშაო დღეში.