წესები და პირობები

 

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ  esme.ge -ის გამოყენების წესებს.

განახლდა 24.09.2020

აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და  esme.ge შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ურთიერთშეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ esme.ge ვებ-გვერდის გამოყენებას. esme.ge -ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის ვებ-გვერდის მიერ გამყიდველის (პროდუქტის განმთავსებელი) და მყიდველის (პროდუქტის შემძენი) მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც esme.ge -ს პლატფორმა. ყველა გამყიდველი და მყიდველი, რომელსაც სურს esme.ge -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. esme.ge -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში გამყიდველისა და მყიდველის დამატებითი თანხმობის გარეშე. ტერმინთა განმარტება: ვებ-გვერდი-https://allnatural.ge/ მყიდველი-ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ნივთის შეძენას. გამყიდველი-ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ნივთის განთავსებას esme.ge-ის პლათფორმაზე. შესრულებული შეკვეთა– მყიდველის მიერ შესყიდული ნივთის ჩაბარების დადასტურება (დადასტურება ხდება როგორც პლატფორმაზე ასევე სატელეფონო კომუნიკაციით). 1.ხელშეკრულების ზოგადი პირობები.
  • esme.ge არ წარმოადგენს არცერთი გარიგების მხარეს (გამყიდველი ან/და მყიდველი), ორგანიზატორს და თანამონაწილეს.
  • esme.ge ასრულებს შუამავლის როლს, რომელიც აკავშრებს ერთმანეთს მყიდველსა და გამყიდველს.
  • esme.ge-ის არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ნივთი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი ფაქტობრივი/რეალური მდგომარეობის შესახებ. და არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ საიტზე განთავსებული პროდუქციის ხარისხსა და მისი მახასიათებლების ფაქტობრივ  შესაბამისობაზე esme.ge-იზე მითითებულ აღწერილობასთან.
  • esme.ge-ის მიერ არ კონტროლდება გამყიდველის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფრომაცია.
  • ნებისმიერი გამყიდველი და მყიდველი esme.ge-ზე თავისი სურვილით ანთავსებს პირად ინფორმაციას და ამ ინფორმაციის ვებ-გვერზე განთავსებით ავტომატურად თანხმობას გამოთქვამს, რომ მის მიერ განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საიტის ვიზიტორებისთვის ნებისმიერ დროს.
2.გამყიდველის მიერ რეგისტრაციის გავლა და განცხადების განთავსება.
  • esme.ge-ზე განცხადების განთავსებისთვის გამყიდველმა აუცილებელია გაიაროს რეგისტრაცია და დაეთანხმოთ საიტით სარგებლობის წესებს.
  • esme.ge-ით სარგებლობისას გამყიდველი თანხმობას გამოთქვამს, რომ იგი არის 18 ან მეტი წლის საქართველოს რეზიდენტი მოქალაქე.
  • esme.ge-ით სარგებლობისას იმყოფება საღ გონებაზე, არ იმყოფება არანაირი ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, მოქმედებს საკუთარი ნებით და სრულად აცნობიერებს და ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს.
  • მის მიერ რეგისტრაციისას და esme.ge-სა და მყიდველთან ხელშეკრულების დადებისას წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი, სრული და ზუსტი.
  • esme.ge-ით სარგებლობის მთელ პერიოდში მისი საქმიანობა არის და იქნება შესაბამისობაში საქართველოს/საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
  • esme.ge-ზე რეგისტრაციისთვის გამყიდველმა უნდა მიუთითოს: გამყიდველის მაღაზიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ფ/პ-ების შემთხვევაში პირადი ნომერი), იურიდიულ მისამართი, ფაქტიურ მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, პაროლი, საკონტაქტო პირი, საკონტაქტო პირის პოზიცია, საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა, ასევე უნდა მონიშნოს კომპანიის შესახებ ინფორმაცია (არის თუ არა დღგ-ს გადამხდელი და გააჩნია თუ არა დღგ-თი დაუბეგრავი საქონელი) და პროდუქციის კატეგორიები, რომლის რეალიზაციაც ახორციელებს;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად გამყიდველმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება esme.ge -ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებს და პირობებს;
  • ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით გამყიდველი გადის ავტორიზაციას.
  • ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის საშუალებით.
  • ავტორიზაციის შემდეგ გამყიდველს შეუძლია განათავსოს გასაყიდი პროდუქცია შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. გასაყიდი ნივთის განცხადება უნდა შეიცავდეს ნივთის სურათს, დეტალურ აღწერას, ფასს, მიწოდების ვადებს, გარანტიის სახეს, გასაყიდი ნივთის ოდენობას.
  • გასაყიდად დადებული ნივთის მარაგის ამოწურვისას გამყიდველი ვალდებულია ინფორმაცია ასახოს საიტზე.
  • განაცხადის განთავსებით გამყიდველი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული ნივთი საკუთრებაში და ფიზიკურად გააჩნია ადგილზე იმ ოდენობით რა ოდენობის რეალიზაციასაც გეგმავს esme.ge-ის საშუალებით.
  • გამყიდველი არ წარმოადგენს esme.ge-ის დასაქმებულ პირს.
  • esme.ge-ი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამყიდველის მიერ განთავსებული ნივთის ხარისხისა და მისი მახასიათებლების ფაქტობრივ შესაბამისობას ვებ-გვერდზე მითითებულ აღწერილობასთან. ასევე ნივთის რეალიზაციის დროს ან/და შემდგომ პერიოდში ხელშეკრულებისა და გარანტიის პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
  • გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს esme.ge-ს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშერკულების პრიობების შესრულებას
  • გამყიდველსა და მყიდველს შორის esme.ge-ის საშუალებით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იდება ხელშეკრულება. esme.ge არ წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს, იგი წარმოადგენს მხოლოდ გამყიდველისა და მყიდველის დამაკავშირებელ პლატფორმას, რაც შესაბამისად გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას მყიდველსა და გამყიდველს შორის ვებ-გვერდის საშუალებით დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, esme.ge არ არის პასუხისმგებელი:
  • გამყიდველის მიერ esme.ge-ზე განთავსებული პროდუქციის ხარისხზე და მისი მახასიათებლების ფაქტობრივ შესაბამისობას ვებ-გვერდზე მითითებულ აღწერილობასთან.
  • გამყიდველისა და მყიდველის მიერ esme.ge -ის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე.
  • გამყიდველსა და მყიდველს შორის esme.ge-ის საშუალებით დადებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე.
  • გამყიდველსა და მყიდველს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, esme.ge სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
  • esme.ge-ით სარგებლობასთან დაკავშრიებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში გამყიდველს შეუძლია დაუკავშირდეს საიტის წარმომადგენლებს ონლაინ რეჟიმში, ტელეფონის ნომერზე: 579 27 25 87 ან ელ.ფოსტაზე: [email protected]
3.მყიდველის მიერ ანგარიშის გახსნა და შეკვეთის განთავსება
  • მყიდველმა esme.ge-ით სარგებლობისთვის უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს ვებ-გვერდძე და გახსნას საკუთარი ანგარიში, შეავსოს სავალდებულო ველები და დაეთანხმოს საიტის მოხმარების წესებს და პირობებს.
  • მყიდველის esme.ge-ით სარგებლობისას თანხმობას გამოთქვამს რომ იმყოფება საღ გონებაზე, არ იმყოფება არანაირი ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, მოქმედებს საკუთარი ნებით და სრულად აცნობიერებს და ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს.
  • მყიდველის მიერ რეგისტრაციისას მითიტებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი
  • ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მყიდველი გადის ავტორიზაციას.
  • ავტორიზაციის დასრულებისას შემდეგ სასურველი ნივთის შეძენისთვის მყიდველმა აღნიშნული ნივთი დასტურის ღილაკის საშალებით უნდა ჩააგდოს საკუთარ კალათაში.
  • პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მყიდველი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
  • ყიდვის პროცესის დასრულებისას მყიდველს უწევს დამატებით საინფორმაციო ველების შევსება (პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი,ფაქტიური მისამართი). ამ დროს მას საშუალება ეძლევა აირჩიოს ნივთის მიღების სასურველი მეთოდი.
  • ყიდვის პროცესი მთავრდება ნივთის შესაბამისი საფასურის გადახდით. გადახდისას მყიდველს შეუძლია აირჩიოს გადახდის სასურველი ემთოდი.
  • კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით ( VISA ან MASTERCARD ბარათით), ნაღდი ანგარიშწორებით კურიერთან და ონალინ განვადებით.
  • საკრედიტო ბარათით და განვადებით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან.
  • მყიდველი esme.ge-ის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს არჩეული მიტანის სერვისის მეთოდისა და წესების მიხედვით.
  • შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
  • თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;
  • კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
  • თუ მყიდველი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან esme.ge -ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა esme.ge -მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
  • წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.
  • მყიდველის მიერ პროდუქტის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება esme.ge -ს მიერ ხდება მხოლოდ კლიენტზე ან კლიენტის მიერ მითითებულ სრულწლოვან პირზე წინამდებარე წესების გათვალისწინებით.
  • ყიდველის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება esme.ge -ს მიერ ხდება მხოლოდ კლიენტზე
  • esme.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
  • esme.ge-ით სარგებლობასთან დაკავშრიებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაუკავშირდეს საიტის წარმომადგენლებს ონლაინ რეჟიმში, ტელეფონის ნომერზე: 579 27 25 87 ან ელ.ფოსტაზე: [email protected]
4.გამყიდველის ვალდებულება
  • გამყიდველი ვალდებულაი დაცულ ადგილას შეინახოს esme.ge-ის პაროლი
  • გამყიდველი პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას გამყიდველის ანგარიშზე,  იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. esme.ge სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
  • გამყიდველი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს esme.ge -ს, იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.  აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც გამყიდველის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
  • პირადი ანგარიშის გახსნით, გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას esme.ge -ს ინტერესები და აუნაზღაუროს esme.ge -ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
  • გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. esme.ge არ იქნება პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. esme.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამყიდველისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
5.გამყიდველის მიერ esme.ge – ით სარგებლობის საკომისიო პირობები
  •  გამყიდველი ვალდებულია ყოველი გაყიდული ნივთის საფასურის 7% გადაიხადოს esme.ge -ის ვებ-გვერდით სარგებლობისთვის.
  • მყიდველის მიერ შეძენილი ნივთის საფასურის გადახდა ხდება სხვადასხვა მეთოდით: ბარათით( VISA ან MASTERCARD ბარათით) , ონლაინ განვადებით და ნაღდი ანგარიშწორებით კურიერთან(თბილისის მაშტაბით მხოლოდ).
  • საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას esme.ge მოქმედებს, როგორც გამყიდველის ფინანსური აგენტი. მყიდველის ვალდებულება გამყიდველის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მყიდველის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება esme.ge -ის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
  • esme.ge მყიდველის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მყიდველის მიერ პროდუქტისა და მასზე დარიცხული საკომისიოს esme.ge  ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის და შეკვეთის სრულყოფილად შესრულების შემდგომ.
  • საკრედიტო აბრათით გადახდის ზემოაღნიშული პირობები ვრცელდება ონლაინ განვადების შემთხვევაშიც.
  • იმ შემეთხვევაში თუ მყიდველი ირჩევს საფასურის გადახდას ნაღდი ანგარიშწორებით მაშინ esme.ge -ის ვებ-გვერდით სარგებლობის საკომისიოს საფასურის ხარჯის ასახვა მოხდება გამყიდველის ვებ-გვერდის ანგარიშზე კრედიტის მხარეს და ჩამოიჭრება შემდგომი ონლაინ განხორციელებული გაყიდვის ოპერაციის დროს.
6.საგარანტიო პირობები
  • მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად  გამყიდველის პრეროგატივას და esme.ge-ის არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.
  • საგარანტიო პირობების არსებობისას, მყიდველის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ გამყიდველს, esme.ge-სგან დამოუკიდებლად.
7.პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა:
  • esme.ge  უფლებამოსილია მყიდველის ან/და გამყიდველისგან ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან;
  • მყიდველი ან/და გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს esme.ge-ის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
8.აკრძალული ოპერაციები და გამყიდველის დამატებითი გარანტიები: esme.ge  პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქციის შეძენა ან/და გაყიდვა:
  • ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
  • ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
  • საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
  • პორნოგრაფიული მასალა;
  • მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
  • არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
  • მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
  • საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
  • esme.ge  უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
9.იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით,  esme.ge  უფლებას იტოვებს:
  • შეწყვიტოს ან შეაჩეროს გამყიდველის პირადი ანგარიშის ოპერაცია; ან/და
  • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
  • მოითხოვოს გამყიდველისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
10.  გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
  • ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, სერთიფიკატს, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციისათვის;
  • პროდუქტის რეალიზაციისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს;
11.esme.ge -ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
  • თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა esme.ge -ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
  • esme.ge  უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
  • esme.ge არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
  • esme.ge არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
  • თქვენ ადასტურებთ, რომ esme.ge არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
  • თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ esme.ge ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
  • esme.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
  • თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (esme.ge-ის მითითების შესაბამისად) ან esme.ge-ემ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
12.esme.ge  პასუხისმგებელია:
  • მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
13.esme.ge  არ აგებს პასუხს:
  • პროდუქტის ხარისხზე;
  • საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
  • ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
  • esme.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;
  • წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;
14.ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:
  • წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მყიდველის/გამყიდველის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
  • მყიდველის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად esme.ge-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების  შეწყვეტას;
15.მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
  • ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
  • თუ მხარეები 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
16.წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა:
  •  წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება esme.ge -ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა esme.ge ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
17.ერთიანი ხელშეკრულება
  • წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

 

18.დაბრუნების და გაცვლის პირობები:

შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:

  • ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან;
  • შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით;

ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:

  • ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე;
  • esme.ge საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.
  • კატეგორიულად აკრძალულია:
  • ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
  • ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;
  • ელექტროწრედში ჩართული მოწყობილობების წყალში ჩადება;
  • ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება;

ნივთის დაბრუნების შეცვლის პირობები:

ზოგადი:

ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში;

დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;

კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის esme.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;

დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა esme.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი,

შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;

ქცევის ინსტრუქცია, თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:

  1. გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;

ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით esme.ge-ს და   მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;

esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.

თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს ):

ზოგადი:

  1. დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება;
  2. ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  3. !! ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;

ქცევის ინსტრუქცია : ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით esme.ge-ს და  მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;

esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);

ქცევის ინსტრუქცია: ნივთის ყიდვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში დაუკავშირდით esme.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და შემთხვევის დეტალური აღწერილობა;

esme.ge-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

ნივთის დაბრუნების შეცვლის ვადები:

  • ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია:

  • esme.ge საინფორმაციო ცენტრში;
  • ვებ გვერდზე esme.ge, გამყიდველი მაღაზიის დეტალურ გვერდზე;

უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:

esme.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  • დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;

18.მიწოდების პოლიტიკა

თბილისში მიწოდება ხდება 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში , კურიერის მეშვეობით.

რაიონში მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტით. იგზავნება შეკვეთის განთავსების დღიდან 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღეებში და რაიონშ ჩადის 2-3 სამუშაო დღეში.

TOP

X